თავში

კოვიდ-ინფიცირება მსოფლიოში 14%-ით შემცირდა

​კოვიდ-ინფიცირება მსოფლიოში 14%-ით შემცირდა
კოვიდ-ინფიცირება მსოფლიოში 14%-ით შემცირდა

გასულ კვირას, მსოფლიოს მასშტაბით, კორონავირუსით ინფიცირების საერთო ახალი შემთხვევები 14%-ით შემცირდა. ასევე შემცირებულია სიკვდილიანობაც (2%-ით). ინფორმაციას ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ავრცელებს.

გასულ კვირას, კორონავირუსის 4 144 658 ახლად გამოვლენილი შემთხვევა დაფიქსირდა, ხოლო 84 306 პაციენტი გარდაიცვალა. თუმცა, მასობრივი ვაქცინაციის ფონზე, აღინიშნება პოზიტიური ტენდენციები.

კოვიდ-ინფიცირება შემცირებულია ევროპაშიც (25%-ით) და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში (21%-ით). თუმცა შემთხვევებმა მოიმატა აფრიკაში (4%-ით) და ამერიკის კონტინენტზე (2%-ით). რაც შეეხება სიკვდილიანობას, მისი მაჩვენებელი მცირე ნიშნულით, მაგრამ ყველგან შემცირებულია. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system