თავში

რიანამ და iD-ს გუნდმა ჟურნალი შექმნეს

რიანამ და iD-ს გუნდმა ჟურნალი შექმნეს
რიანამ და iD-ს გუნდმა ჟურნალი შექმნეს

ბრიტანული  მოდის, მუსიკისა და ხელოვნების ჟურნალის iD–ის გუნდში რიანაც ჩაერთო და მათ ერთად სპეციალური ნომერი, სახელწოდებით "Rihannazine" გააკეთეს, რომელიც შეზღუდული რაოდენობით გამოიცემა. გარეკანისთვის მომღერალი ცნობილმა ფოტოგრაფმა მარიო სორენტიმ გადაიღო. 

ჩემთვის iD-ის ეს განსაკუთრებული გამოცემა ცვლილებასა და ახალ კულტურას წარმოადგენს. იგი ეძღვნება ადამიანებს, რომლებიც მოდას, მუსიკას, ხელოვნებასა და აქტივიზმს თანდათან ცვლიან და ჩვენთვის უფრო ინკლუზიურ და მრავალფეროვან მომავალს  ქმნიან”, - განაცხადა რიანამ. 

Fenty Beauty- ის დამფუძნებლის გარდა, ნომერში ისეთი მოდელები მოხვდნენ, როგორებიცა არიან ჯიჯი ჰადიდი, პალომა ელსესერი და ადვოა აბოა, მსახიობები ლინა ვაითი და ალექსა დემი. 

Rihannazine- ის გამოშვების დრო iD-ის 40 წლის იუბილეს დაემთხვევა, ხოლო ციფრული ვერსია კი უკვე ხელმისაწვდომია. 

 

 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system