თავში

რიგაში NATO-ს მინისტერიალი გაიმართება

​რიგაში NATO-ს მინისტერიალი გაიმართება
რიგაში NATO-ს მინისტერიალი გაიმართება

რიგაში დღეს და ხვალ NATO-ს საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა გაიმართება. ალიანსის ორდღიან მინისტერიალზე საქართველო და უკრაინაც არიან მიწვეული.

როგორც მინისტერიალამდე რამდენიმე დღით ადრე გამართულ პრესკონფერენციაზე ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, შეხვედრაზე NATO-ს-ს საგარეო საქმეთა მინისტრები ქართველ და უკრაინელ პარტნიორებთან რეგიონში არსებულ ვითარებასა და რეფორმების საკითხზე იმსჯელებენ.

ამასთან, გუშინ განცხადება გამოაქვეყნა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა, სადაც აღნიშნულია, რომ აშშ განაგრძობს 2008 წელს NATO-ს ბუქარესტის სამიტზე მიღებული გადაწყვეტილების მხარდაჭერას, რომლის მიხედვითაც საქართველო და უკრაინა გახდებიან ნატო-ს წევრები.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system