თავში

რიკი მარტინი და მისი ქმარი იანი მეოთხე შვილს ელოდებიან

რიკი მარტინი და მისი
რიკი მარტინი და მისი ქმარი იანი მეოთხე შვილს ელოდებიან

ვაშინგტონში გამართულ ადამიანის უფლებათა დაცვის ეროვნულ სადილზე რიკი მარტინმა განაცხადა, რომ ის და მისი ქმარი იან ჟიზეფი მეოთხე შვილს ელოდებიან.

რიკი სადილს ოჯახთან ერთად ესწრებოდა. ვარსკვლავი საღამოზე სიტყვით გამოვიდა. მას LGBTQ უფლებების ადვოკატირებისა და ქველმოქმედებისთვის ჯილდო გადასცეს.

"ჩემო ქმარო ჯუან, მე შენ მიყვარხარ, ჩემი მშვენიერი ტყუპები, ვალენტინო და მატეო, ისინიც აქ არიან, მე მთელი გულით მიყვარხართ, თქვენ ჩემი ძალა ხართ, თქვენ ყოველდღე შთამაგონებთ, თქვენ მიბიძგებთ, რომ გავაგრძელო ჩემი საქმიანობა. საოცარი ბავშვები ხართ. მიყვარხართ. ახლა კი მინდა გაგახაროთ და გითხრათ, ჩვენ ორსულად ვართ, ჩვენ ველოდებით. მე მიყვარს დიდი ოჯახები“, - აღნიშნა რიკი მარტინმა.


ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system