თავში

რიო-დე-ჟანეიროში კარნავალი გაუქმდა

​რიო-დე-ჟანეიროში კარნავალი გაუქმდა
რიო-დე-ჟანეიროში კარნავალი გაუქმდა

კორონავირუსის ახალი შტამის, "ომიკრონის" გავრცელების გამო, რიო-დე-ჟანეიროში კარნავალის ფარგლებში ქუჩის მსვლელობა აღარ გაიმართება. ამის შესახებ რიო-დე-ჟანეიროს მერმა განაცხადა. Report.ge-ს ცნობით, ინფორმაციას Reuters ავრცელებს.

ქუჩის მსვლელობა უკვე მეორე წელია აღარ იმართება.

კარნავალის ფარგლებში ქუჩის მსვლელობა ბრაზილიის სხვა ქალაქებშიც უქმდება.

ამასთან, წინა წლისგან განსხვავებით, რიოს სამბას სკოლების სანახაობრივი ღონისძიების ნახვა სამბადრომზე ადამიანებს წესების დაცვით შეეძლებათ.

ბოლო დღე-ღამეში ბრაზილიაში კორონავირუსის 18 759 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 175 ადამიანი გარდაიცვალა. ქვეყანაში "ომიკრონის" 170 შემთხვევაა დადასტურებული.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system