თავში

რიუგუს ასტეროიდზე შესაძლოა წყლის არსებობა დადასტურდეს

რიუგუს ასტეროიდზე შესაძლოა წყლის არსებობა დადასტურდეს
რიუგუს ასტეროიდზე შესაძლოა წყლის არსებობა დადასტურდეს

რიუგუს ასტეროიდიდან აღებული ნიადაგის ნიმუშის ანალიზის შემდეგ, იაპონელმა მეცნიერებმა განაცხადეს, რომ ასტეროიდზე შესაძლოა წყლის არსებობა დადასტურდეს. 

იაპონიის კოსმოსური სააგენტოს (JAXA) მკვლევარები, რომლებიც პროექტ "ჰაიაბუსა-2-ზე" მუშაობენ, აცხადებენ, რომ ინფრაწითელი დასხივების საშუალებით ანალიზისას ნიადაგში ნივთიერებები აღმოაჩინეს, რომლებიც წყალთან არის კავშირში.

პროექტის ხელმძღვანელმა მაკოტო ესიკავამ აღნიშნა, რომ უფრო სიღრმისეული კვლევა ივნისში ჩატარდება.

ადრე, ასტეროიდიდან აღებული ნიმუშების გამოკვლევის შემდეგ, მეცნიერებმა განაცხადეს, რომ შესაძლოა ასტეროიდზე ორნაგული ნივთიერებები არსებობდეს. 

შეგახსენებთ, რომ კოსმოსური ზონდის "ჰაიაბუსა 2-ის" მისია 5 დეკემბერს წარმატებით დასრულდა, როდესაც დედამიწაზე, ავსტრალიის ტერიტორიაზე კაფსულა დაეცა, რომელიც ასტეროიდიდან აღებული გრუნტის ნიმუშებს შეიცავდა. რაც შეეხება ზონდს, ის სხვა ასტეროიდისკენ გაემართა (1998 KY26), საიდანაც ასევე აიღებს ნიადაგის ნიმუშს.

 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system