თავში

რკინიგზის თანამშრომელი კორონავირუსით ინფიცირებულის დაცემინების შედეგად გარდაიცვალა

რკინიგზის თანამშრომელი კორონავირუსით ინფიცირებულის დაცემინების
რკინიგზის თანამშრომელი კორონავირუსით ინფიცირებულის დაცემინების შედეგად გარდაიცვალა

რკინიგზის სალარო ოფისის თანამშრომელი, ბელი მუჯინგა რომელიც ჩვეულებრივ სამუშაო დღეს თავის მოვალეობას ასრულებდა, უცნობი მამაკაცისაგან კორონავირუსით დაინფიცირდა და 2 კვირაში გარდაიცვალა. მას რესპირატორული სისტემის პრობლემები აწუხებდა. 

47 წლის ბელი და მისი თანამშრომელი სალაროსთან იდგნენ, როცა მათთან უცნობი ინფიცირებული ადამიანი მივიდა და პირდაპირ ბელის სახესთან დააცემინა. 

"მამაკაცმა მათ ჰკითხა, იქ რას აკეთებდნენ, ბელიმ კი უპასუხა, რომ მუშაობდნენ. შემდეგ მან თქვა, რომ ვირუსი აქვს და პირდაპირ მათ სახესთან დააცემინა. ამ ფაქტის შესახებ ხელმძღვანელს აცნობეს. შემდეგ კი ბელი სახლში დაბრუნდა მომხდარის შესახებ ყველაფერი მიამბო", - ამბობს ბელის ქმარი, ლუსამბა გად კატალაი. 

ამ შემთხვევიდან 2 დღის შემდეგ ორივე მათგანმა თავი შეუძლოდ იგრძნო. ბელი საავადმყოფოში მალევე მოათავსეს და მკურნალობა ფილტვების ვენტილაციის აპარატით გააგრძელა, თუმცა მისი მდგომარეობა არ გამოსწორდა და 5 აპრილს ის გარდაიცვალა. მას 11 წლის ქალიშვილი ინგრიდი დარჩა. დაკრძალვას ინგრიდი და კიდევ 8 ადამიანი დაესწრო.


Belly Mujinga, 47 (right), who has died after being spat at while on duty


მუჯინგა წარმოშობით კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკიდან იყო და ბრიტანეთში საცხოვრებლად 2000 წელს გადავიდა.

Victoria Station during lockdown

მომხდართან დაკავშირებით საგზაო და სარკინიგზო ოფისის უსაფრთხოების სამსახურმა გამოძიება დაიწყო. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system