თავში

რობერტ დე ნირო და ჯონ მალკოვიჩი ახალ ფილმში ითამაშებენ

რობერტ დე ნირო და ჯონ მალკოვიჩი ახალ ფილმში ითამაშებენ
რობერტ დე ნირო და ჯონ მალკოვიჩი ახალ ფილმში ითამაშებენ

ამერიკელი მსახიობები, რობერტ დე ნირო და ჯონ მალკოვიჩი ფილმ "ირლანდიელის" რეჟისორის, რანდალ ემეტის მიერ შექმნილ ფილმში "Wash Me in the River" მიიღებენ მონაწილეობას. 

ფილმი მოგვითხრობს წარსულში ნარკოტიკზე დამოკიდებულ ადამიანზე, რომელსაც სურს, ნარკორეალიზატორებზე შური იძიოს, რადგან მისი საქმრო სწორედ მათ მოკლეს. 

ფილმში ასევე მონაწილეობს მუსიკოსი რიჩარდ კოლსონ ბეიკერი, რომელიც Machine Gun Kelly-ს ფსევდონიმითაა ცნობილი.  ფილმის გადაღებები ნოემბერში პუერტო-რიკოსა და აშშ-ში დაიწყება. 

ფილმში მონაწილეობისთვის რამენიმე მსახიობთან მოლაპარაკებები მიმდინარეობს, მათ შორის არიან ალ პაჩინო, ჯარედ ლეტო, ადამ დრაივერი და რიდლი სკოტი. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system