თავში

რობერტ პატისონი ბეტმენს სუპერგმირად არ თვლის

​რობერტ პატისონი ბეტმენს სუპერგმირად არ თვლის
რობერტ პატისონი ბეტმენს სუპერგმირად არ თვლის

მსახიობი რობერტ პატისონი ბრიუს უეინს (ბეტმენს) სუპერგმირად არ თვლის. ამის შესახებ მან Cinema Blend-თან ინტერვიუში განაცხადა.

პატისონი ბეტმენს ახალ ეკრანიზაციაში თამაშობს, რომლის რეჟისორი მეტ რივზია. მსახიობი თვლის, რომ კომიქსების გმირს სუპერშესაძლებლობები აკლია. ნამდვილი სუპერგმირების მაგალითებად მან სუპერმენი, ქალი-საოცრება და ტორი დაასახელა.

„ბრიუს უეინი მხოლოდ მდიდარი, ნამდვილად ჭკვიანი ახალგაზრდა მამაკაცია, რომელსაც ბევრი „გაჯეტი“ და სამართლიანობისადმი ლტოლვა აქვს“, - განაცხადა მან.

„ბეტმენის“ პრემიერა 2021 წლის 25 ივნისს გაიმართება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system