თავში

როდის და სად შეხვდებიან ზელენსკი და პუტინი?

როდის და სად შეხვდებიან ზელენსკი და პუტინი?
როდის და სად შეხვდებიან ზელენსკი და პუტინი?

უკრაინის პრეზიდენტის ოფისსა და რუსეთის ფედერაციას შორის ორი ქვეყნის პრეზიდენტის ვლადიმერ ზელენსკისა და ვლადიმერ პუტინის შეხვედრის მოსამზადებელ სამუშაოებზე საუბარი დაიწყო. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმერ ზელენსკიმ განაცხადა. 

შეხვედრის ზუსტი დრო და ადგილი ჯერ უცნობია. ზელენსკიმ აპრილის ბოლოს ჩერნობილში ვიზიტისას ვიდეომიმართვა გაავრცელა, სადაც პუტინს შეხვედრა უკრაინის დონბასის ნებისმიერ წერტილში შესთავაზა. პუტინმა დაადასტურა ზელენსკისთან შეხვედრის სურვილი, თუმცა უკრაინის პრეზიდენტს შეხვედრის ადგილად მოსკოვი შესთავაზა.

ამასთან, ცნობილი ხდება, რომ რუსეთისა და უკრაინის პრეზიდენტების შეხვედრის მისაღებად მზადყოფნას ფინეთი აცხადებს. ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი, პეკა ჰაავისტო ფინეთს აუდიენციისთვის მოედნის უზრუნველყოფა სურს.

მიმდინარე წლის აპრილში უკრაინის აღმოსავლეთ ნაწილში ვითარება მკვეთრად დაიძაბა. რუსეთმა ოკუპირებულ ყირიმსა და უკრაინის საზღვართან დიდი რაოდენობით სამხედრო ნაწილებს მოუყარა თავი. გახშირდა დაბომბვები გამყოფი ხაზის გასწვრივ, რასაც სამხედროებსა და მშვიდობიან მოსახლეობას შორის მსხვერპლი მოჰყვა. შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით შეშფოთება გამოთქვეს აშშ-მა, NATO-მ და ევროკავშირის ქვეყნებმა. მათ პუტინს უკრაინის საზღვრიდან ჯარების გაყვანისკენ მოუწოდეს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system