თავში

როგორ ჩავეხუტოთ ერთმანეთს კორონავირუსის დროს - PHOTO

​როგორ ჩავეხუტოთ ერთმანეთს კორონავირუსის დროს
როგორ ჩავეხუტოთ ერთმანეთს კორონავირუსის დროს - PHOTO

ბრაზილიაში, მოხუცთა თავშესაფარში, სპეციალური პოლიეთილენის გამჭვირვალე ბარიერები გაკეთეს, რომლის მიღმაც, ადამიანებს ერთმანეთთან ჩახუტება შეუძლიათ.

ამ კრეატიულ მიგნებამდე სამხრეთ ბრაზილიაში მდებარე ერთ-ერთი სოციალური სახლი მივიდა.

მოხუცებულთა სახლის მომსახურე პერსონალმა შეამჩნია, რომ დედის დღესთან დაკავშირებით ბინადრები მოწყენილები იყვნენ, რადგან კორონაპანდემიის გამო შვილებმა მათი მონახულება ვერ შეძლეს.

პლასტიკის გამჭვირვალე ბარიერებს ეგრეთ წოდებული „ჩახუტების გვირაბები“ აქვს გაკეთებული, სადაც ხელის შეყოფა და ერთმანეთზე მოხვევაა შესაძლებელი. ეგრეთ წოდებული გვირაბები ჰერმეტულია და ორივე ადამიანი დაცულია დაინფიცირებისგან.

რიუ-გრანდი-დუ-სულის სოციალურ სახლში 28 ხანდაზმული ადამიანი ცხოვრობს. კორონავირუსის გამო ისინი 17 მარტიდან იზოლაციაში იმყოფებიან. გარესამყაროსთან კავშირი მხოლოდ ვიდეოზარებით შემოიფარგლება. მოხუცებულთა სახლის პერსონალს იდეა ამერიკელი ქალის ვიდეოს შემდეგ მოუვიდა, სადაც ქალმა პლასტიკის ფარდა გამოიყენა დედასთან ჩასახუტებლად.

„ ჩახუტების ბრაზილიურ გვირაბს“ დიდი ფარდა და ოთხი სახელური აქვს, რომლითაც ადამიანებს ერთმანეთზე მოხვევა შეუძლიათ.

ყოველი გამოყენების შემდეგ „ჩახუტების გვირაბის“ დეზინფექცია ხდება.

მოხუცებულთა სახლის ტერიტორიაზე შესვლამდე ოჯახის წევრებისა და ახლობლების სანახავად მისულ ვიზიტორებს ტემპერატურას უმოწმებენ და ხელებს სადეზინფექციო საშუალებით უმუშავებენ.

ბრაზილიაში ბოლო მონაცემებით, კორონავირუსით დაინფიცირებულთა რიცხვი მილიონს უახლოვდება. 46 500 ადამიანი გარდაიცვალა. ვირუსის გავრცელებისა და გარდაცვლილთა რაოდენობით ბრაზილია, აშშ-ის შემდეგ, მეორე ადგილზეა მსოფლიოში. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system