თავში

როგორ ეფლირტავებოდა ვიქტორია ბექჰემი მომავალ მეუღლეს

​როგორ ეფლირტავებოდა ვიქტორია ბექჰემი მომავალ მეუღლეს
როგორ ეფლირტავებოდა ვიქტორია ბექჰემი მომავალ მეუღლეს

ვიქტორია ბექჰემმა, რომელმაც შარშან მეუღლესთან, დევიდთან ქორწინების 20 წლის თავი აღნიშნა, "ინსტაგრამზე" საარქივო ვიდეო გამოაქვეყნა.

რგოლში, ფეხბურთელი, მისი 4 შვილის მომავალ დედას ეფლირტავება. ვიქტორიას მოკლე ვარცხნილობა აქვს და ის დევიდისთვის კომპლიმენტებს არ იშურებს. მაშინ არც ერთმა არ იცოდა, რომ მომავალში ისინი დაქორწინდებოდნენ.

"როდის მიხვდი, რომ პოპულარული ხარ?", - ეკითხება დევიდს ვიქტორია.

"მალევე", - პასუხობს ფეხბურთელი.

"მგონი, როდესაც ჩემთან შეხვედრა დაიწყე", - ირონიულად ამბობს ვიქტორია.

"რა საყვარლობაა! მიყვარხარ", - მიაწერა მომღერალმა და დიზაინერმა ვიდეოს.

დეივიდმა კი სასაცილო კომენტარი დაუტოვა: "რატომ მომეცი ამის ჩაცმის უფლება?".

View this post on Instagram

So sweet! I love u @davidbeckham x

A post shared by Victoria Beckham (@victoriabeckham) on

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system