თავში

როგორ გახდა ჩინეთი განვითარებად ქვეყნებში ვაქცინის გავრცელების ლიდერი

როგორ გახდა ​ჩინეთი განვითარებად ქვეყნებში ვაქცინის გავრცელების ლიდერი
როგორ გახდა ჩინეთი განვითარებად ქვეყნებში ვაქცინის გავრცელების ლიდერი

მსოფლიოში კორონავირუსის საწინააღმდეგო იმუნიზაციის პროცესი უკვე დაიწყო. ამ ფონზე ერთი პარადოქსი შეინიშნება: წამყვანი დასავლური ფარმაცევტული კომპანიების მიერ წარმოებული, შემოწმებული და დამტკიცებული ვაქცინების ფონზე, განვითარებად ქვეყნებში ვაქცინის გავრცელების ლიდერი ჩინეთია.

ვაქცინის წარმოების პროცესში ჩინეთი ძალიან ნელა და არასრულად აქვეყნებდა პრეპარატის გამოცდისა და მისი ეფექტურობის შესახებ შედეგებს, გარკვეული დასკვნები წინააღმდეგობრივი იყო და ამას პეკინი სხვადასხვა მეთოდოლოგიის გამოყენებით ხსნიდა. ზოგიერთ ქვეყნებში Sinovac -ის ვაქცინის კვლევამ მისი დაბალი ეფექტურობა აჩვენა. მიუხედავად ამისა, მრავალმილიონიანი მოსახლეობის მქონე განვითარებად ქვეყნებში იმედოვნებენ, რომ ჩინური ვაქცინა საკმაოდ ეფექტურია და მასზე მოთხოვნა მაღალია.

ჩინურ ვაქცინებს ორი დიდი კომპანია Sinovac და Sinopharm აწარმოებს. იმ ფონზე, როდესაც დასავლეთის წამყვანი ფარმაცევტული კომპანიები საკუთარ ქვეყნებში ვერ აკმაყოფილებენ ვაქცინაზე მოთხოვნას, თავად ჩინეთში 28 მილიონი ადამიანი ინფექციის გამო იზოლაციაშია, პეკინს ექსპორტზე მილიონობით დოზა ვაქცინა გააქვს.

ბევრი განვითარებადი ქვეყანა, შესაძლოა, თვეები ელოდოს, როდის მოუწევს რიგი დასავლეთის ფარმაცევტული კომპანიების მიერ წარმოებული ვაქცინის მისაღებად.

თურქეთში, ბრაზილიასა და ინდონეზიაში აცრა ჩინური ვაქცინით უკვე მიმდინარეობს. განაცხადი უნგრეთმაც გააკეთა და დამტკიცების შემთხვევაში ის ევროკავშირის პირველი ქვეყანა იქნება, სადაც იმუნიზაციისთვის ჩინურ ვაქცინას გამოიყენებენ.

თურქეთმა ვაქცინაცია ჩინური ვაქცინით ოთხშაბათს დაიწყო და რამდენიმე საათში 200 000 ადამიანი აცრა, რაც გაცილებით მეტი იყო, ვიდრე საფრანგეთში 3 კვირის განმავლობაში აცრილი ადამიანი.

სპეციალისტები ვარაუდობენ, რომ ასეთი დიდი მოთხოვნა ჩინურ ვაქცინაზე, შესაძლოა, სწორედ მისი მართვის სიმარტივით არის განპირობებული. მისი ტრანსპორტირება და გამოყენება, სხვა ვაქცინებთან შედარებით გაცილებით მარტივია.

დასავლური კომპანია, რომლიც სერიოზულ კონკურენციას გაუწევს Sinovac-ის ვაქცინას განვითარებად ქვეყნებში - AstraZeneca-აა. ოქსფორდის უნივერსიტეტთან ერთად წარმოებული ვაქცინა იაფი, მარტივად გამოსაყენებელი, შემოწმებული და მაღალეფექტურია. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system