თავში

როგორ გამოიყურება ევროკავშირის "ვაქცინაციის პასპორტი" - PHOTO

როგორ გამოიყურება ევროკავშირის "ვაქცინაციის პასპორტი"
როგორ გამოიყურება ევროკავშირის ვაქცინაციის პასპორტი - PHOTO

ევროკომისარმა შიდა ბაზრის საკითხებში ტიერი ბრეტონმა განაცხადა, რომ წევრ ქვეყნებში 15 ივნისიდან კორონავირუსის "ვაქცინაციის პასპორტების" შემოღება იგეგმება. ამის შესახებ გამოცემა LCI იუწყება.

"ევროპის ჯანმრთელობის სერტიფიკატი" უკვე  27 წევრი ქვეყნის მიერ არის დამტკიცებული. ევროკავშირის მოქალაქეემა სერტიფიკატი საკუთარ სამშობლოში უნდა მოითხოვონ.

ბრეტონის განცხადებით, სერტიფიკატის QR კოდი შეიცავს შემდეგ მონაცემებს:

- მესაკუთრის დაბადების თარიღი;

- მისი მფლობელის პირადი ნომერი;

- ვაქცინის ტიპი;

- თუ პირს გადატანილი აქვს COVID-19, მაშინ  აქვს თუ არა ანტისხეულები;

- თუ ადამიანი არ არის აცრილი და არ ყოფილა ავად, მაშინ მოწმობაში PCR ტესტის შედეგები ჩაიწერება.

სერტიფიკატის მობილურის აპლიკაციაში იქნება ჩატვირთული.  ევროკომისარმა უარყო კოვიდ-პასპორტის სავალდებულო ხასიათი და განაცხადა, რომ მისი გამოყენება ნებაყოფლობითი იქნება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system