თავში

როგორ გამოიყურება საბავშვო ბაღი ლეკვებისთვის - PHOTO - VIDEO

როგორ გამოიყურება საბავშვო ბაღი ლეკვებისთვის - PHOTO
როგორ გამოიყურება საბავშვო ბაღი ლეკვებისთვის - PHOTO - VIDEO

სამხრეთ კორეაში ლეკვებისთვის საბავშვო ბაღია გახსნილი, სადაც პაწაწინა ოთხფეხა მეგობრებს აღსაზრდელად და გასაწვრთნელად აბარებენ. მედიაში გავრცელებული ფოტოებით კარგად ჩანს, როგორ პირობებში ცხოვრობენ ლეკვები, რა საქმიანობით არიან დაკავებულები გრძნობენ თუ არა თავს ბედნიერად.

ლეკვები დღისით ბაღში ერთობიან, დარბიან, ცურავენ, ვარჯიშობენ, სწავლობენ, შუადღისას, კი, როგორც მათ ასაკს შეეფერება, დასასვენებლად და დასაძინებლად წვებიან. მათთვის სასიამოვნო მუსიკა ჟღერს, რომ ცხოველებს დაძინებაში დაეხმაროს. ყველა ლეკვს თავისი რბილი, ლამაზი საწოლი და საბანი აქვს. ლეკვებს საკუთარი ადგილი არასოდეს ეშლებათ. დღისით დაძინება მათთვის დღის რუტინის ნაწილია და ისინი ამას ყოველ დღე უშეცდომოდ ასრულებენ.

ეს სიამოვნება ლეკვის პატრონს თვეში 175-დან 550 ფუნტ-სტერლინგამდე დაუჯდება, იმის მიხედვით, თუ რამდენად დატვირთული და მრავალფეროვანი იქნება ლეკვის დღის გრაფიკი. ლეკვების საბავშვო ბაღში მიღება 12 კვირის ასაკიდან იწყება. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system