არსებობს საფუძველი ვივარაუდოთ, რომ პაციენტებში, რომლებიც კორონავირუსის ახალი შთამით, "ომიკრონით" არიან ინფიცირებულები, COVID-19 უფრო მსუბუქი ფორმით მიმდინარეობს, - ამის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის კორონავირუსთან ბრძოლის ტექნიკური ჯგუფის ხელმძღვანელმა, მარია ვან კერკხოვემ განაცხადა.
მანამდე ჯანმო-ში განაცხადეს, რომ ახალ შტამით გარდაცვალების შემთხვევა ჯერ არ გამოვლენილა.
"პირველადი მონაცემები მოწმობს, რომ "ომიკრონით" ინფიცირებული ადამიანები დაავადებას უფრო ადვილატ იტანენ, მაგრამ ამაზე საუბარი ნაადრევია“, - განაცხადა ვან კერკხოვემ CBS-ის ეთერში.
მისი განმარტებით, ეს, შესაძლოა, პაციენტები ინფიცირების ადრეული სტადიებით იყოს გამოწვეული.
"შესაძლოა, რამდენიმე კვირა გავიდეს, სანამ ჩვენ ნამდვილად გავიგებთ, ამ პირებიდან რამდენს განუვითარდება სერიოზული დაავადება“, - აღნიშნა ექსპერტმა.
ამავდროულად, მან გააფრთხილა, რომ დაავადების მსუბუქი ფორმის შემთხვევაშიც კი შესაძლებელია ჰოსპიტალიზაციის რაოდენობის ზრდა.
"მათ ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში მკურნალობა დასჭირდებათ და ზოგიერთი მათგანი მოკვდება", - ვარაუდობს ჯანმო-ს წარმომადგენელი.
ვან კერკხოვე თვლის, რომ ჰოსპიტალიზაციის უფრო დიდმა რაოდენობამ, შესაძლოა, სიკვდილიანობის ზრდა გამოიწვიოს.
"ჩვენ არ გვინდა, რომ ეს მსოფლიოში "დელტას" შტამის გავრცელებასთან დაკავშირებული ისედაც რთული სიტუაციის ფონზე მოხდეს", - განაცხადა მან და ინფექციის გავრცელების წინააღმდეგ ბრძოლის ღონისძიებების მნიშვნელობას ხაზი გაუსვა.