თავში

როგორ ჟღერს ობობის ქსელი - VIDEO

როგორ ჟღერს ობობის ქსელი
როგორ ჟღერს ობობის ქსელი - VIDEO
© LinkedIn

ულტრაბგერითი მონაცემების დამუშავების პროექტის ფარგლებში, მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური ინსტიტუტის მეცნიერებმა აჩვენეს, თუ როგორ ჟღერს ობობის ქსელი. ამის შესახებ ინფორმაციას სამეცნიერო გამოცემა Vice ავრცელებს. 

მეცნიერებმა შეისწავლეს ვიბრაციები, რომელსაც ობობები იყენებენ თავიანთი გარემოს აღსაქმელად.

"როდესაც თქვენ ხედავთ ობობის ქსელს, ის თითქოს არფას ან სხვა ინსტრუმენტს გვაგონებს, ამიტომ ჩნდება კითხვა: როგორი ჟღერს ეს ქსელები როდესაც ისინი ვიბრირებენ", - განაცხადა მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური ინსტიტუტის მეცნიერმა, მარკუს ბიულერმა.

ბუელერი აღნიშნავს, რომ ულტრაბგერითი მონაცემების დამუშავების ამ მეთოდს ადრეც იყენებდნენ, მაგრამ ობობის ქსელის შემთხვევაში, ის ყველაზე ეფექტურად წარმოჩინდა. მეცნიერი მიიჩნევს, რომ მათი გამოგონება შესაძლოა გამოყენებულ იქნას ობობებთან კომუნიკაციისთვის. 

ვიდეო: Markus J. Buehler

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system