თავში

როგორი ურთიერთობა გვექნება რუსეთთან, მოსკოვზეა დამოკიდებული - ბლინკენი

​როგორი ურთიერთობა გვექნება რუსეთთან,
როგორი ურთიერთობა გვექნება რუსეთთან, მოსკოვზეა დამოკიდებული - ბლინკენი

ამერიკის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა რეიკიავიკში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრას საქმიანი და სასარგებლო უწოდა, თუმცა აღნიშნა, რომ, როგორ წარიმართება ორ სახელმწიფოს შორის ურთიერთობები, ეს თავად მოსკოვზეა დამოკიდებული. ამის შესახებ ბლინკენმა CNN– სთან ინტერვიუში განაცხადა. ინფორმაციას აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ავრცელებს. 

"თითქმის ორი საათის განმავლობაში სასარგებლო და საქმიანი საუბარი გვქონდა. თუმცა, პრეზიდენტმა ბაიდენმა ძალიან მკაფიოდ უთხრა პრეზიდენტ პუტინს და მეც მინისტრ ლავროვს იგივე გავუმეორე, რომ ჩვენ რუსეთთან უფრო სტაბილური და პროგნოზირებადი ურთიერთობები გვირჩევნია",- განაცხადა ბლინკენმა. 

ბლინკენის თქმით, არის სფეროები, სადაც ვაშინგტონი და მოსკოვი თანამშრომლობას შეძლებდნენ და ეს ორივე მხარისთვის სასარგებლო შიძლება ყოფილიყო, თუცა სამომავლო კურსის არჩევა - იქნება ეს აგრესიული, თუ კონსტრუქციული - თავად რუსეთზეა დამოკიდებული.

"თუ რუსეთი განაგრძობს აგრესიულ ქმედებებს, რომელიც ჩვენს, ან ჩვენი მოკავშირეებისა და პარტნიორების წინააღმდეგ იქნება მიმართული, ჩვენ შესაბამის პასუხს გავცემთ, არა ესკალაციის მიზნით, არა იმიტომ რომ კონფლიქტი გვინდა, არამედ იმიტომ, რომ დავიცვათ ჩვენი ინტერესები. საბოლოო ჯამში ეს რუსეთის გადასაწყვეტია,  სურს თუ არა მას უფრო სტაბილური და პროგნოზირებადი ურთიერთობები. ჩვენ ეს შეთავაზება უნდა შევამოწმოთ."- განაცხადა ბლინკენმა.

ამერიკის სახელმწიფო მდივნის ენტონი ბლინკენისა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის შეხვდა ისლანდიის დედაქალაქში 20 მაისს გაიმართა. პირისპირ შეხვედრა რეიკიავიკში ღამით, არქტიკული საბჭოს მინისტრების სამიტის დასრულების შემდეგ შედგა. ეს აშშ-ის ახალი ადმინისტრაციის პირობებში ორი სახელმწიფოს პირველი დიპლომატის პირველი შეხვედრა იყო.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system