თავში

როგორია ბილ კლინტონის მდგომარეობა ჰოსპიტალიზაციის შემდეგ

​როგორია ბილ კლინტონის მდგომარეობა ჰოსპიტალიზაციის შემდეგ
როგორია ბილ კლინტონის მდგომარეობა ჰოსპიტალიზაციის შემდეგ

აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი, ბილ კლინტონი, რომელმაც ჰოსპიტალში ინფექციის (COVID-19-თან დაკავშირებული არ არის) საწინააღმდეგო მკურნალობა გაიარა, ამბობს, რომ თავს შესანიშნავად გრძნობს.

ვიდეომიმართვა მან "ტვიტერზე" გაავრცელა.

კლინტონი ყველას მოუწოდებს, საკუთარ ჯანმრთელობას ყურადღება მიაქციონ.

"მოხარული ვარ, რომ სახლში დავბრუნდი. ყველაფერი შესანიშნავად არის, ვტკბები ამ შესანიშნავი შემოდგომის ამინდით", - აღნიშნა 75 წლის ყოფილმა პრეზიდენტმა.

კლინტონის თქმით, საავადმყოფოში 6 დღე გაატარა და ექიმებს მადლობა გადაუხადა.

"მინდა შევახსენო ყველას, გამონახეთ დრო, რომ საკუთარ სხეულს უგდოთ ყური და თავს გაუფრთხილდეთ", - აღნიშნა კლინტონმა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system