თავში

"როკეტმენის" რეჟისორს ჯგუფ The Clash-ის შესახებ ფილმის გადაღება სურს

​"როკეტმენის" რეჟისორს ჯგუფ The Clash-ის შესახებ ფილმის გადაღება სურს
როკეტმენის რეჟისორს ჯგუფ The Clash-ის შესახებ ფილმის გადაღება სურს

ელტონი ჯონის შესახებ ბიოგრაფიული ფილმის, "როკეტმენის" რეჟისორი დექსტერ ფლეტჩერი აცხადებს, რომ ბრიტანული პანკ-როკ ჯგუფ The Clash-ის შესახებ ფილმის გადაღება სურს.

კოლექტივი 1976-1985 წლებში მოღვაწეობდა და ექვსი სტუდიური ალბომი გამოუშვა.

"ბევრი წლის წინ ჩვენ საკუთარი ფილმი გადავიღეთ, მაგრამ ვფიქრობ, რომ ეს ჯერ კიდევ შეიძლება იყოს საინტერესო", - განაცხადა ფლეტჩერმა და აღნიშნა, რომ მომავალში მუსიკალური ფილმებით დაკავებას არ გეგმავს და პროექტი, შესაძლოა, 10 წელიწადში განახორციელოს.

შეგახსენებთ, დექსტერ ფლეტჩერი "ბოჰემური რაფსოდიის" რეჟისორი იყო. მან გადაღებების პროცესში ბრაიან სინგერი შეცვალა, რომელიც არასრულწლოვანი ბიჭების მიმართ სექსუალურ დანაშაულში ამხილეს.

2019 წლის ივნისში კი ცნობილი გახდა, რომ ფლეტჩერი "შერლოკ ჰოლმსის" გაგრძელებაში რეჟისორ გაი რიჩის შეცვლის. მესამე ნაწილი, რომელშიც ისევ რობერტ დაუნი-უმცროსი და ჯუდ ლოუ თამაშობენ, 2021 წელს გამოვა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system