თავში

რომან პოლანსკიმ ამერიკული კინოაკადემიის წევრობა ვერ დაიბრუნა

​რომან პოლანსკიმ ამერიკული კინოაკადემიის წევრობა ვერ დაიბრუნა
რომან პოლანსკიმ ამერიკული კინოაკადემიის წევრობა ვერ დაიბრუნა

სასამართლომ არ დააკმაყოფილა რეჟისორ რომან პოლანსკის შუამდგომლობა კინემატოგრაფიული ხელოვნებისა და მეცნიერების აკადემიის წევრობის აღდგენის შესახებ. ორგანიზაციიდან ის 2018 წლის მაისში გარიცხეს იმის გამო, რომ რეჟისორი გაუპატიურებაში დაადანაშაულებს.

მოსამართლე მერი სტრობელმა განაცხადა, რომ აკადემიკოსების გადაწყვეტილება სამართლიანი და საფუძვლიანი იყო.

"მმართველობის წევრებს მოსარჩელე მხარის გარიცხვის საბაბი ჰქონდა. მათი გადაწყვეტილება მტკიცებულებებით იყო გამყარებული, არ იყო უსაფუძვლო და არ წარმოადგენდა ახირებას", - განაცხადა მოსამართლემ.

რომან პოლანსკიმ აკადემიას სასამართლოში 2019 წელს უჩივლა.

შეგახსენებთ, რომ 1978 წელს რომან პოლანსკიმ აღიარა, რომ 13 წლის სამანტა გეიმერი გააუპატიურა. ციხეში მან 42 დღე გაატარა, შემდეგ კი აშშ-დან გაიქცა. ამჟამად ის პარიზში ცხოვრობს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system