თავში

რომელია ყველაზე "მსმელი" ქვეყნები

​რომელია ყველაზე "მსმელი" ქვეყნები
რომელია ყველაზე მსმელი ქვეყნები

ლიეტვუვაში ერთ სულ მოსახლეზე ალკოჰოლის მოხმარება ყველაზე მაღალია. ამის შესახებ ნათქვამია კვლევაში, რომელსაც ეკონომიკური განვითარების და თანამშრომლობის ორგანიზაცია აქვეყნებს.

ამ ქვეყნის მოსახლეობა წელიწადში, საშუალოდ, 12,3 ლიტრ ალკოჰოლს მოიხმარს.

სიაში მეორე ადგილს ავსტრია (11,8 ლიტრი) იკავებს, მესამეზეა საფრანგეთი (11,7 ლიტრი). ხუთეულში შედიან ასევე ჩეხეთი(11,6 ლიტრი) და ლუქსემბურგი (11,3 ლიტრი).

მეექვსე ადგილს ლატვია და ირლანდია იყოფენ, სადაც მოსახლეობა, საშუალოდ, წელიწადში 11,2 ლიტრს სვამს. მეშვიდე ადგილზე უნგრეთი და რუსეთი არიან (11,1 ლიტრი). მერვე ადგილს გერმანია (10,8 ლიტრი) იკავებს, მეცხრეს პორტუგალია (10,7 ლიტრი) და მეათეს პოლონეთი (10,6 ლიტრი).

კვლევის თანახმად, ყველაზე ცოტა ალკოჰოლს მოიხმარენ ინდონეზიის მცხოვრებლები (0,3 ლიტრი). ასევე ერთ სულ მოსახლეზე ალკოჰოლის დაბალი მოხმარება დაფიქსირდა თურქეთში (1,4 ლიტრი) და ისრაელში (2,6ლიტრი). 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system