თავში

რომის პაპი უკრაინის სამხედრო კრიზისს გამოეხმაურა

რომის პაპი უკრაინის სამხედრო კრიზისს გამოეხმაურა
რომის პაპი უკრაინის სამხედრო კრიზისს გამოეხმაურა

კათოლიკური ეკლესიის პაპი ფრანცისი რუსეთ-უკრაინის დაძაბულობას ეხმაურება და აცხადებს, რომ საერთაშორისო დიალოგს შეუძლია დაწიოს დაძაბულობა და დაარწმუნოს ორივე მხარე, თავიდან იყოს აცილებული შეიარაღებული კონფლიქტი. 

"ვლოცულობთ ძვირფასი უკრაინისთვის, მისი ყველა ეკლესიისა და რელიგიური გაერთიანებისთვის. ასევე ყველა იმ ადამიანისთვის, რომელსაც დაძაბულობა ეხება. ამ პრობლემას არა იარაღი, არამედ საერთაშორისო დიალოგი გადაწყვეტს", - განაცხადა რომის პაპმა ფრანცისმა. 

"დაე შობამ მოიტანოს მშვიდობა უკრაინაში", - მიმართა ვატიკანში წმინდა პეტრეს მოედანზე შეკრებილ მრევლს მან. 

უკრაინის ძირითადი რელიგია მართლმადიდებელი ქრისტიანობაა. კათოლიკური ეკლესიის მრევლი ქვეყნის მოსახლეობის დაახლოებით 10%-ს შეადგენს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system