თავში

რომის პაპი ვაქცინებზე პატენტის დროებით გაუქმებას მხარს უჭერს

რომის პაპი ვაქცინებზე პატენტის დროებით გაუქმებას მხარს უჭერს
რომის პაპი ვაქცინებზე პატენტის დროებით გაუქმებას მხარს უჭერს

რომის პაპი, ფრანცისკე I,  ღარიბი ქვეყნებისათვის ვაქცინების მიწოდების გასაზრდელად, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინებზე პატენტის დროებით გაუქმებას მხარს უჭერს. ამის შესახებ გამოცემა The Guardian წერს.

რომის პაპმა მის მიერ გამოქვეყნებულ მიმართვაში აღნიშნა, რომ ვაქცინებზე ინტელექტუალური საკუთრების უფლებების დროებით შეჩერება ღარიბი ქვეყნებისათვის ვაქცინების მიწოდებას შეუწყობს ხელს.

„ამ ვირუსის ერთი ვარიანტია ჩაკეტილი ნაციონალიზმი, რაც ხელს უშლის, მაგალითად, ვაქცინების ინტერნაციონალიზმს", - განაცხადა პაპმა. 

ამ ნაბიჯს სასტიკად ეწინააღმდეგებიან მედიკამენტების მსხვილი მწარმოებლები.

მანამდე, 6 მაისს, აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ადმინისტრაციაში განაცხადეს, რომ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინებზე ინტელექტუალური საკუთრების უფლების გაუქმებას უჭერენ მხარს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system