თავში

რომის პაპმა იერუსალიმში მიმდინარე მოვლენების გამო შეშფოთება გამოხატა

​რომის პაპმა იერუსალიმში მიმდინარე მოვლენების გამო შეშფოთება გამოხატა
რომის პაპმა იერუსალიმში მიმდინარე მოვლენების გამო შეშფოთება გამოხატა

რომის პაპმა ფრენსისკე I-მა იერუსალიმში მიმდინარე მოვლენებისა და ძალადობრივი შეტაკებების გამო შეშფოთება გამოხატა. ამის შესახებ გამოცემა Vatican News წერს.

პაპმა კონფლიქტის მხარეებს მშვიდობის შენარჩუნებისაკენ მოუწოდა. 

”ყველას მოვუწოდებ, ერთობლივი გადაწყვეტილებები მოძებნონ, რათა პატივი სცენ წმინდა ქალაქის მრავალ რელიგიურ და მულტიკულტურულ იდენტობას. 

ვლოცულობ, რომ ქალაქი გახდეს შეხვედრების, ლოცვისა და მშვიდობის ადგილი და არა -  ძალადობრივი შეტაკებების", - განაცხადა რომის პაპმა. 

აღმოსავლეთ იერუსალიმში დაძაბულობა აპრილის შუა რიცხვებში დაიწყო.  მიმდინარე კვირას, იერუსალიმში, ალ-აქსას მეჩეთთან, პალესტინელებსა და სამართალდამცველებს შორის მომხდარი დაპირისპირების დროს სულ მცირე 200 პალესტინელი და 6 პოლიციელი დაშავდა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system