თავში

რომის პაპმა შეყვარებულებს ვალენტინობა მიულოცა

რომის პაპმა შეყვარებულებს ვალენტინობა მიულოცა
რომის პაპმა შეყვარებულებს ვალენტინობა მიულოცა

რომის პაპმა ფრანცისკე I-მა ყველა შეყვარებულ წყვილს ვალენტინობის დღე მიულოცა. ამის შესახებ პაპმა ტრადიციულ საკვირაო ქადაგებაში განაცხადა. 

"დღეს წმინდა ვალენტინის დღეა, არ შემიძლია არ ვიფიქრო და არ მივულოცო ეს დღე დანიშნულ და შეყვარებულ წყვილებს", -  ციტირებს პაპს გამოცემა Vatican News.

ვალენტინობის დღის აღნიშვნა V საუკუნის რომში დაიწყო, როგორც წმინდა ვალენტინის ხსენების დღე და მას მთელი ქრისტიანული სამყარო აღნიშნავდა. ვალენტინი რომაელი მღვდელი იყო, 269 წელს, კლავდიუს II-ის მეფობის დროს იგი აწამეს. კლავდიუს II-მ რომის იმპერიაში ახალგაზრდების დაქორწინება აკრძალა, რადგან თვლიდა, რომ მარტოხელა მამაკაცი, რომელსაც ოჯახი და საყვარელი ქალი არ ყავდა, უკეთ იბრძოდა და ემსახურებოდა სამშობლოს, ვიდრე დაოჯახებული და წვრილ-შვილიანი კაცი. მღვდელი ვალენტინი კი მის ბრძანებას არ დაემორჩილა და შეყვარებულ წყვილებს მალულად წერდა ჯვარს. მისი ეს საქციელი დიდხანს არ დარჩენილა შეუმჩნეველი. ვალენტინი შეიპყრეს, ციხეში ჩასვეს, სასტიკად აწამეს, ბოლოს კი სიკვდილით დასაჯეს და წამების შემდეგ თავი მოკვეთეს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system