თავში

რომის პაპთან დაახლოებულ პირს კორონავირუსი დაუდასტურდა

რომის პაპთან დაახლოებულ პირს კორონავირუსი დაუდასტურდა
რომის პაპთან დაახლოებულ პირს კორონავირუსი დაუდასტურდა

ახალი ტიპის ინფიცირების პირველი შემთხვევა გამოვლინდა ვატიკანის წმინდა მართას სახლში, სადაც რომის პაპის ფრანცისკე I-ის პირადი საცხოვრებელია განთავსებული. ამის შესახებ განცხადებას წმინდა საყდრის პრესსამსახურის ხელმძღვანელი მატეო ბრუნი ავრცელებს. 

მატეო ბრუნის განცხადებით, პაციენტს კორონავირუსის სიმპტომები არ აღენიშნება. ამჟამად იგი იზოლაციაში იმყოფება იმ პირებთან ერთად, რომლებსაც მასთან უშუალო კონტაქტი ჰქონდათ. 

ვატიკანის ოფიციალური წარმომადგენელის ცნობით, წმინდა მართას სახლში მცხოვრებ ყველა პირს კორონავირუსზე შემოწმება მუდმივად უტარდება. 

ვატიკანში კორონავირუსით სულ 7 პირია ინფიცირებული. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system