თავში

რომში G20-ის სამიტი დაიწყო

რომში G20-ის სამიტი დაიწყო
რომში G20-ის სამიტი დაიწყო

აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი და დიდი ოცეულის წევრი სახელმწიფოების ლიდერები იტალიის დედაქალაქ რომში იმყოფებიან. 

მარადიულ ქალაქში 30 და 31 ოქტომბერს G20-ის სამიტის განსახილველ საკითხთა შორისაა გლობალური ეკონომიკური საკითხები და კლიმატის ცვლილება.

ეს არის დიდი ოცეულის ლიდერების პირველი პირისპირ შეხვედრა პანდემიის დაწყების შემდეგ.

G20-ის ლიდერთა შეხვედრის შემდეგ კლიმატის ცვლილებაზე მსჯელობა გადაინაცვლებს გლაზგოში, სადაც გაეროს საერთაშორისო კონფერენცია გაიმართება სათბურის გაზების ემისიის შემცირების საკითხზე.

დიდი ბრიტანეთის დედოფალს ექიმებმა ორი კვირით დასვენება და ამ დროის განმავლობაში ვიზიტებისგან თავის შეკავება ურჩიეს, რის გამოც 95 წლის მონარქი COP26-ის კლიმატის ცვლილებების სამიტს ვერ დაესწრება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system