თავში

მინესოტას ზოოპარკში 2 უკანასკნელი ხარვერძი დააძინეს

​მინესოტას ზოოპარკში 2 უკანასკნელი ხარვერძი დააძინეს
მინესოტას ზოოპარკში 2 უკანასკნელი ხარვერძი დააძინეს

ხარვერძი მინესოტას ზოოპარკის განსაკუთრებული ღირსშესანიშნაობა იყო. რქოსანი ცხოველები ზოოპარკში გახსნის დღიდან - 1978 წლიდან ჰყავდათ. ხარვერძები რეზერვაციაში 5 სხვა დანარჩენ ცხოველთან - ლომებთან, ვეფხვებთან, ლოსებთან, აქლემებთან და აზიურ ცხენებთან ერთად ცხოვრობდნენ. ინფორმაციას Independent ავრცელებს. კლიმატს ცვლილებებთან და მინესოტაში ტემპერატურის მატებასთან ერთად ეს ტერიტორია ხარვერძების საცხოვრებლად ძალიან ცხელი გახდა. პარკის მეთვალყურეებმა ჯერ კიდევ 10 წლის წინ შენიშნეს, რომ მაღალი ტემპერატურა და ტენიანობა მძიმე გავლენას ახდენდა ცხოველის ჯანმრთელობაზე. მაშინ ზოოპარკის ხელმძღვანელობა გადაწყვეტილება მიიღო, რომ ხარვერძი აღარ გაემრავლებინათ და არც ახალი წევრები მიეღოთ.

ბოლო 10 წლის განმავლობაში ფარა შემცირდა და ბოლოს რეზერვაციაში მხოლოდ 2 ხარვერძი დარჩა. ორივეს ასაკთან დაკავშირებით პრობლემები ჰქონდათ და ზოოპარკმა მათი დაძინების გადაწყვეტილება მიიღო.

მინესოტას ზოოპარკს ხარვერძების გამრავლების ერთ0ერთი ველაზე საუკეთესო შედეგი ჰქონდა მთელ ჩრდილოეთ ამერიკაში. 1980 წლიდან პარკში 65 ხბო დაიბადა. ჯერჯერობით უცნობია, ცხოველის რა სახეობით ჩაანაცვლებს პარკი ხარვერძებს. ჯერჯერობით კი მათ ტერიტორიაზე აზიური ცხენები ბინადრობენ. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system