
რუმინეთში 19 მილიონი ამომრჩეველი ქვეყნის პრეზიდენტს ირჩევს.
პრეზიდენტობისთვის 14 კანდიდატი იბრძვის. კანდიდატებს შორის არიან მოქმედი პრეზიდენტი, 60 წლის კლაუს იოჰანისი, მისი მთავარი მეტოქე, ყოფილი პრემიერ-მინისტრი ვიორიკა დენჩილე, ყოფილი მსახიობი და რეჟისორი, დამოუკიდებელი კანდიდატი მირჩა დიაკონუ, დენ ბარნა „რუმინეთის გადარჩენის კავშირის“ ხელმძღვანელი და სხვები.
სოციოლოგიური გამოკითხვების თანახმად, არჩევნებში იოჰანისი ლიდერობს, რომელსაც მოსახლეობის 40%-ი უჭერს მხარს. გამოკითხვის შედეგების თანახმად, ქვეყანაში არჩევნების მეორე ტურის დანიშვნა გახდება საჭირო.
ირაკლი ვაჩიბერაძე
ავტორი