თავში

რუსეთი უკრაინის საზღვარზე ჯარების კონცენტრაციას აგრძელებს - პენტაგონი

​რუსეთი უკრაინის საზღვარზე ჯარების კონცენტრაციას აგრძელებს - პენტაგონი
რუსეთი უკრაინის საზღვარზე ჯარების კონცენტრაციას აგრძელებს - პენტაგონი

პენტაგონის ხელმძღვანელმა ლოიდ ოსტინმა აშშ-ს თავდაცვის დეპარტამენტის ხელმძღვანელებთან შეხვედრისას უკრაინის გარშემო შექმნილი ვითარება განიხილა, რომელიც რუსეთის მხრიდან სამხედრო კონტინგენტის შემდგომი გაძლიერებით ხასიათდება. ამის შესახებ პენტაგონის პრესმდივანმა, ჯონ კირბიმ განაცხადა.

"შემიძლია ვთქვა, რომ თავდაცვის მინისტრი დღეს დილით დაესწრო შეხვედრას სამინისტროს მთავარ მაღალჩინოსნებთან, მათ შორის შტაბების უფროსების გაერთიანებული კომიტეტის თავმჯდომარესთან, ასევე ევროპის სარდლობის სარდალთან, რათა უკრაინაში და, რა თქმა უნდა, რუსეთის დასავლეთ ნაწილში შექმნილი ვითარება განეხილა“, - განაცხადა კირბიმ.

ჯონ კირბის განცხადებით, ლოიდ ოსტინი არსებულ სიტუაციასთან დაკავშირებით დეტალურად ინფორმირებულია და პენტაგონი რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის მიერ უკრაინის გარშემო სამხედრო ძალის მობილიზებას ხედავს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system