თავში

რუსეთის საგამოძიებო სამსახურის დაჭრილი პოლკოვნიკი გარდაიცვალა

​რუსეთის საგამოძიებო სამსახურის დაჭრილი პოლკოვნიკი გარდაიცვალა
რუსეთის საგამოძიებო სამსახურის დაჭრილი პოლკოვნიკი გარდაიცვალა

რუსეთის საგამოძიებო სამსახურის პოლკოვნიკი, რომელიც უწყების შემოსასვლელში დღეს დანით დაჭრეს, საავადმყოფოში გარდაიცვალა.

საგამოძიებო კომიტეტში აცხადებენ, რომ გარდაცვლილი პოლკოვნიკი ვლადისლავ კაპუსტინი ცენტრალურ აპარატში მუშაობდა და მოქალაქეების მიღების პროცესის ორგანიზებაზე იყო პასუხისმგებელი.

ინციდენტი რუსეთის საგამოძიებო სამსახურის შენობის შესასვლელში მოხდა. თავდამსხმელი დაკავებულია. წინასწარი ინფორმაციით, მას ფსიქიკასთან არსებული პრობლემები აქვს. მიმდინარეობს გამოძიება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system