თავში

რუსეთმა ბრიტანეთის 25 მოქალაქეს სანქციები დაუწესა

რუსეთმა ბრიტანეთის 25 მოქალაქეს სანქციები დაუწესა
რუსეთმა ბრიტანეთის 25 მოქალაქეს სანქციები დაუწესა

რუსეთმა ბრიტანეთის 25 მოქალაქეს რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე შესვლა აუკრძალა. ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო Reuters წერს.

გამოცემის ცნობით, რუსეთმა ბრიტანეთის მოქალაქეებს სანქციები მაგნისტკის საქმესთან დაკავშირებით, ბრიტანეთის მიერ, რუსეთის წინააღმდეგ შემოღებული სანქციების საპასუხოდ დაუწესა.  

მიმდინარე წლის ივლისში ბრიტანეთმა რუსეთის 25 და საუდის არაბეთის 20 მოქალაქეს ”სისხლიანი ფულის” გათეთრების შეჩერების მიზნით სანქციები დაუწესა. ბრიტანეთმა სანქციები შემოიღო იმ პირების წინააღმდეგ, რომლებიც დაკავშირებული არიან რუსი ადვოკატის, სერგეი მაგნიტსკის მკვლელობის საქმესთან.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system