თავში

რუსეთმა ენერგეტიკა იარაღად არ უნდა გამოიყენოს - ბაიდენი

​რუსეთმა ენერგეტიკა იარაღად არ უნდა გამოიყენოს - ბაიდენი
რუსეთმა ენერგეტიკა იარაღად არ უნდა გამოიყენოს - ბაიდენი

გერმანიის კანცლერ ანგელა მერკელთან ერთობლივი პრესკონფერენციის დროს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ რუსეთმა ენერგეტიკა იარაღად არ უნდა გამოიყენოს. ამის შესახებ AFP წერს.

"რაც შეეხება "ჩრდილოეთ ნაკად 2-ს", დაკავშირებით, მე და ანგელა მერკელი დარწმუნებულნი ვართ, რომ რუსეთმა ენერგეტიკა იარაღად არ უნდა გამოიყენოს, რათა მეზობლებს რამე აიძულოს, ან დაემუქროს მათ", - განაცხადა ბაიდენმა.

ბეიდენმა აღნიშნა, რომ ის გერმანიასთან იმუშავებს ნაბიჯებზე იმ შემთხვევაში, თუ ”რუსეთი უკრაინის შანტაჟს დაიწყებს”.

ცნობისთვის, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა და გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა ხელი მოაწერეს ვაშინგტონის დეკლარაციას ორმხრივი თანამშრომლობისა და სტრატეგიული პრინციპების შესახებ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system