თავში

რუსეთმა თავისი ვაქცინის შესაქმნელად AstraZeneca-ს პროექტი მოიპარა

​რუსეთმა თავისი ვაქცინის შესაქმნელად AstraZeneca-ს პროექტი მოიპარა
რუსეთმა თავისი ვაქცინის შესაქმნელად AstraZeneca-ს პროექტი მოიპარა

ბრიტანულმა სადაზვერვო სამსახურებმა მთავრობას მიაწოდეს ინფორმაცია, რომ რუსმა აგენტმა კორონავირუსის საწინააღმდეგო, AstraZeneca–ს მიერ შემუშავებული ვაქცინის ფორმულა მოიპარა და რუსეთმა ის პრეპარატ "Sputnik V-ის" წარმოებისთვის გამოიყენა. ინფორმაციას გამოცემა The Sun ავრცელებს.

ბრიტანული სადაზვერვო უწყებების განცხადებით, რომ მათ აქვთ მტკიცებულება იმისა, რომ რუსეთის ფედერაციამ ვაქცინის პროექტი მოიპარა. აღინიშნება, რომ მონაცემები უცხოელმა აგენტმა პირადად მოიპარა.

2020 წლის სექტემბერში რუსეთმა გამოაქვეყნა ორი ადრეული კლინიკური კვლევის შედეგები, რომლებიც აჩვენებს, რომ Sputnik V ვაქცინა უსაფრთხო და ეფექტური იყო.

რუსული წარმოების ვაქცინა AstraZeneca-ს მსგავს ტექნოლოგიას იყენებს, რომელიც ადენოვირუსის დასუსტებულ ფორმას ეფუძნება.

ბრიტანეთის მთავრობაში კომენტარს ჯერჯერობით არ აკეთებენ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system