თავში

რუსეთსა და ევროკავშირს შორის უთანხმოებები დარჩა - ბორელი

​რუსეთსა და ევროკავშირს შორის უთანხმოებები დარჩა - ბორელი
რუსეთსა და ევროკავშირს შორის უთანხმოებები დარჩა - ბორელი

ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, ჟოზეპ ბორელმა განაცხადა, რომ რუსეთსა და ევროკავშირს კვლავ აქვთ უთანხმოება რიგ საკითხებთან დაკავშირებით, მაგრამ აუცილებელია თანამშრომლობის შესაძლებლობების ძიება.

ჟოზეპ ბორელი დღეს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, სერგეი ლავროვს შეხვდა.

"აუცილებელია საერთო ენისა და ურთიერთგაგების სფეროების პოვნა. ეს არის ჩემი ვიზიტის მიზანი. ეს მხოლოდ პირველი ნაბიჯია. ჩვენ კვლავ გვაქვს უთანხმოება რამდენიმე საკითხზე, მაგრამ, ამის მიუხედავად, აუცილებელია სფეროების პოვნა, სადაც შეგვიძლია შევთანხმდეთ და ვითანამშრომლოთ”, - განაცხადა მან.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system