თავში

რუსეთში ავიაკატასტროფის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა

​რუსეთში ავიაკატასტროფის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა
რუსეთში ავიაკატასტროფის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა

რუსეთში, ირკუტსკის რაიონის ჩერემხოვის რაიონში მსუბუქი თვითმფრინავის ჩამოვარდნის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა. ინფორმაციას ამის შესახებ რეგიონალური საგანგებო სიტუაციების სამსახურის წარმომადგენელზე დაყრდნობით რუსული მედია ავრცელებს.

”მსუბუქი თვითმფრინავი მინდორში სოფელ რისევოს მახლობლად ჩამოვარდა”, - განაცხადა მან.

წინასწარი ინფორმაციით, თვითმფრინავი არაპროფესიონალების მიერ იყო აწყობილი.

გავრცელებული ინფორმაციით, უბედური შემთხვევა საცდელი ფრენის დროს მოხდა. საგანგებო სიტუაციების სამსახურმა განმარტა, რომ ინციდენტის მიზეზი, შესაძლოა, ტექნიკური გაუმართაობა ყოფილიყო.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system