რუსეთში გასული დღე-ღამის განმავლობაში COVID-19-ს კიდევ 835 პაციენტის სიცოცხლე ემსხვერპლა, რითაც გარდაცვლილთა რაოდენობა 311 353-მდე გაიზარდა. Report.ge-ს ცნობით, ამის შესახებ რუსეთის ფედერაციაში კორონავირუსების გავრცელების წინააღმდეგ ბრძოლის მიზნით შექმნილ ოპერატიულ შტაბში განაცხადეს.
გასული 24 საათის განმავლობაში ინფიცირებულთა რაოდენობა 16 343-ით გაიზარდა და 10 554 309-ს მიაღწია.
რუსეთში კორონავირუსისგან 9 548 076 ადამიანი გამოჯანმრთელდა.