რუსეთში გასული დღე-ღამის განმავლობაში COVID-19-ს კიდევ 1 224 პაციენტის სიცოცხლე ემსხვერპლა, რითაც გარდაცვლილთა რაოდენობა 272 755-მდე გაიზარდა. ამის შესახებ რუსეთის ფედერაციაში კორონავირუსების გავრცელების წინააღმდეგ ბრძოლის მიზნით შექმნილ ოპერატიულ შტაბში განაცხადეს.
გასული 24 საათის განმავლობაში ინფიცირებულთა რაოდენობა 33 548-ით გაიზარდა და 9 570 373-ს მიაღწია.
რუსეთში კორონავირუსისგან 8 268 111 ადამიანი გამოჯანმრთელდა.
ანტონ თათვიძე
ავტორი