რუსეთში გასული დღე-ღამის განმავლობაში COVID-19-ს კიდევ 1 238 პაციენტის სიცოცხლე ემსხვერპლა, რითაც გარდაცვლილთა რაოდენობა 269 057-მდე გაიზარდა. ამის შესახებ რუსეთის ფედერაციაში კორონავირუსების გავრცელების წინააღმდეგ ბრძოლის მიზნით შექმნილ ოპერატიულ შტაბში განაცხადეს.
გასული 24 საათის განმავლობაში ინფიცირებულთა რაოდენობა 33 796-ით გაიზარდა და 9 468 189-ს მიაღწია.
რუსეთში კორონავირუსისგან 8 164 826 ადამიანი გამოჯანმრთელდა.