რუსეთში გასული დღე-ღამის განმავლობაში COVID-19-ს კიდევ 1 241 პაციენტის სიცოცხლე ემსხვერპლა, რითაც გარდაცვლილთა რაოდენობა 265 336-მდე გაიზარდა. ამის შესახებ რუსეთის ფედერაციაში კორონავირუსების გავრცელების წინააღმდეგ ბრძოლის მიზნით შექმნილ ოპერატიულ შტაბში განაცხადეს.
გასული 24 საათის განმავლობაში ინფიცირებულთა რაოდენობა 35 681-ით გაიზარდა და 9 366 839-ს მიაღწია.
რუსეთში კორონავირუსისგან 8 053 643 ადამიანი გამოჯანმრთელდა.