რუსეთში გასული დღე-ღამის განმავლობაში COVID-19-ს კიდევ 1 247 პაციენტის სიცოცხლე ემსხვერპლა, რითაც გარდაცვლილთა რაოდენობა 259 084-მდე გაიზარდა. ამის შესახებ რუსეთის ფედერაციაში კორონავირუსების გავრცელების წინააღმდეგ ბრძოლის მიზნით შექმნილ ოპერატიულ შტაბში განაცხადეს.
გასული 24 საათის განმავლობაში ინფიცირებულთა რაოდენობა 36 626-ით გაიზარდა და 9 182 538-ს მიაღწია.
რუსეთში კორონავირუსისგან 7 882 836 ადამიანი გამოჯანმრთელდა.