რუსეთში გასული დღე-ღამის განმავლობაში COVID-19-ს კიდევ 1 240 პაციენტის სიცოცხლე ემსხვერპლა, რითაც გარდაცვლილთა რაოდენობა 257 837-მდე გაიზარდა. ამის შესახებ რუსეთის ფედერაციაში კორონავირუსების გავრცელების წინააღმდეგ ბრძოლის მიზნით შექმნილ ოპერატიულ შტაბში განაცხადეს.
გასული 24 საათის განმავლობაში ინფიცირებულთა რაოდენობა 36 818-ით გაიზარდა და 9 145 912-ს მიაღწია.
რუსეთში კორონავირუსისგან 7 846 448 ადამიანი გამოჯანმრთელდა.