რუსეთში გასული დღე-ღამის განმავლობაში COVID-19-ს კიდევ 1 211 პაციენტის სიცოცხლე ემსხვერპლა, რითაც გარდაცვლილთა რაოდენობა 249 215-მდე გაიზარდა. ამის შესახებ რუსეთის ფედერაციაში კორონავირუსების გავრცელების წინააღმდეგ ბრძოლის მიზნით შექმნილ ოპერატიულ შტაბში განაცხადეს.
გასული 24 საათის განმავლობაში ინფიცირებულთა რაოდენობა 39 160-ით გაიზარდა და 8 873 655-ს მიაღწია.
რუსეთში კორონავირუსისგან 7 619 596 ადამიანი გამოჯანმრთელდა.