თავში

რუსეთში COVID-19-ის 7 770 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

​რუსეთში COVID-19-ის 7 770 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
რუსეთში COVID-19-ის 7 770 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

რუსეთში გასული დღე-ღამის განმავლობაში COVID-19-ს კიდევ 337 პაციენტის სიცოცხლე ემსხვერპლა, რითაც გარდაცვლილთა რაოდენობა 111 535-მდე გაიზარდა. ამის შესახებ რუსეთის ფედერაციაში კორონავირუსების გავრცელების წინააღმდეგ ბრძოლის მიზნით შექმნილ ოპერატიულ შტაბში განაცხადეს.

გასული 24 საათის განმავლობაში ინფიცირებულთა რაოდენობა 7 770-ით გაიზარდა და 4 839 514-ს მიაღწია.

რუსეთში კორონავირუსისგან გამოჯანმრთელდა 4 457 044 ადამიანი. ამ დროისათვის, ქვეყანაში COVID-19-ის 270 935 აქტიური შემთხვევაა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system