რუსეთში გასული დღე-ღამის განმავლობაში COVID-19-ს კიდევ 135 პაციენტის სიცოცხლე ემსხვერპლა, რითაც გარდაცვლილთა რაოდენობა 2972-მდე გაიზარდა. ამის შესახებ რუსეთის ფედერაციაში კოროვირუსების გავრცელების წინააღმდეგ ბრძოლის მიზნით შექმნილ ოპერატიულ შტაბში განაცხადეს.
ბოლო 24 საათში ინფიცირებულთა რაოდენობა 8 764-ით გაიზარდა და 308 705-ს მიაღწია.
გავრცელებული ინფორმაციით, გასულ დღე-ღამეში ინფიცირებულ პირთა 80% 65 წელს მიუღწეველი პირია.
კორონავირუსით დაინფიცირების შემთხვევებით, რუსეთმა მსოფლიოში მეორე ადგილზე გადაინაცვლა.
კორონავირუსისგან სულ 85 392 პაციენტი გამოჯანმრთელდა.