თავში

რუსეთში დედამ 3 წლის ბავშვი ჩაქუჩით მოკლა

რუსეთში დედამ 3 წლის ბავშვი ჩაქუჩით მოკლა
რუსეთში დედამ 3 წლის ბავშვი ჩაქუჩით მოკლა

რუსეთში, ქალაქ კიროვგრადში 35 წლის დედამ 3 წლის გოგონა ჩაქუჩით მოკლა. ამის შესახებ Mirror წერს.

ტრაგიკული შემთხვევა მაშინ მოხდა, როდესაც დედა და შვილი სახლში მარტო იმყოფებოდნენ. პოლიციის თქმით, დედამ ანტიდეპრესანტების გადაჭარბებული დოზა მიიღო, რის გამოც ბავშვის მიმართ აგრესიული გახდა და ამის ფონზე საკუთარი ქალიშვილი მოკლა.

გარდაცვლილი გოგონა სამსახურიდან დაბრუნებულმა მამამ ნახა, რომელიც სისხლის გუბეში იწვა. გოგონას მამამ სასწრაფო სამედიცინო დახმარება გამოიძახა, თუმცა ადგილზე მისულ ექიმებს 3 წლის ბავშვი გარდაცვლილი დახვდათ.

დედა, რომელსაც საკუთარი სამი წლის ქალიშვილის ჩაქუჩით მკვლელობაში ედება ბრალი, საავადმყოფოში მძიმე მდგომარეობაში იმყოფება, რადგან მან თვითმკვლელობა სცადა.

ექსპერტიზის თანახმად, ბავშვი მას შემდეგ გარდაიცვალა, რაც მას თავში ჩაქუჩი რამდენჯერმე ჩაარტყეს.

გარდაცვლილი გოგონას დედის მეგობრები და ოჯახის წევრები აცხადებენ, რომ ის საუკეთესო დედა იყო, ბავშვს ძალიან კარგად უვლიდა, ამიტომ მომხდარის დაჯერება უჭირთ.

სვერდლოვსკის რაიონის საგამოძიებო კომიტეტმა არასრულწლოვნის მკვლელობის გამო დედის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღძრა. ქალს ბრალის დამტკიცების შემთხვევაში 20 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system