თავში

რუსეთში კორონავირუსის ახალი მუტაცია გამოვლინდა

​რუსეთში კორონავირუსის ახალი მუტაცია გამოვლინდა
რუსეთში კორონავირუსის ახალი მუტაცია გამოვლინდა

რუსეთში კორონავირუსის ახალი, AY.4.2 ვარიანტით დაინფიცირების ცალკეული შემთხვევები გამოვლინდა, ამის შესახებ ქვეყნის ეპიდემიოლოგიის ცენტრალური სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის ახალი დიაგნოსტიკური მეთოდების შემუშავების სამეცნიერო ჯგუფის ხელმძღვანელმა კამილ ხაფიზოვმა განაცხადა. ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.

"დიახ, AY.4.2 ვარიანტის ცალკეული შემთხვევები რუსეთში უკვე ფიქსირდება. ეს "დელტა" ვარიანტის ერთ-ერთი ქვეტიპია", - აღნიშნა ხაფიზოვმა.

მისი თქმით, ამ მუტაციას ვირუსის ორიგინალურ და სხვა ვერსიებთან შედარებით, სავარაუდოდ, რიგი უპირატესობები აქვს და მისი რუსეთში ფართოდ გავრცელების ალბათობა საკმაოდ დიდია. 

ცნობისთვის, კორონავირუსის ახალი ვარიანტი AY.4.2, რომელიც, შესაძლოა, უფრო გადამდები გახდეს, ვიდრე "დელტა" შტამი, აღმოაჩინეს ბავშვში, რომელიც ისრაელში უცხოეთიდან დაბრუნდა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system