თავში

რუსეთში ნასვამმა ჯარისკაცებმა ჯავშანმანქანით აეროპორტის კედელი დაანგრიეს - VIDEO

რუსეთში ნასვამმა ჯარისკაცებმა ჯავშანმანქანით აეროპორტის კედელი დაანგრიეს - VIDEO
რუსეთში ნასვამმა ჯარისკაცებმა ჯავშანმანქანით აეროპორტის კედელი დაანგრიეს - VIDEO

რუსეთის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში მდებარე ქალაქ გუმრაკში, ნასვამმა ორმა რუსმა ჯარისკაცმა საბრძოლო მანქანა BMP-3-ით ვოლგოგრადის აეროპორტის მიმდებარე კედელი გაანგრია. ამის შესახებ The Daily Telegraph წერს.

ადგილობრივი მოსახლეობის თქმით, ჯავშანმანქანა ქალაქის ქუჩებში დიდი სისწრაფით გადაადგილდებოდა.

"ჩვენ დავინახეთ BMP-3, რომელიც, ფაქტობრივად, დაფრინავდა. ისეთი ხმაური იყო მეგონა თვითმფრინავი ჩამოვარდა, როდესაც ეზოს უკანა მხარეს გავედი დავინახე, როგორ სწრაფად მიდიოდა ჯავშანმანქანა", - განაცხადა ერთ-ერთმა თვითმხილველმა.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროში მომხდარი ოფიციალურად დაადასტურეს, თუმცა ჯარისკაცების ნასვამ მდგომარეობაზე კომენტარი არ გააკეთეს.

"როდესაც სამხედრო კოლონა გუმრაკის აეროპორტის გზის გასწვრივ მოძრაობდა, ერთ-ერთი ჯავშანტექნიკის მძღოლმა კონტროლი დაკარგა", - ნათქვამია განცხადებაში.

ოფიციალური პირების თქმით, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. ინციდენტის შემდეგ ორივე ჯარისკაცი დააკავებულია.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system