თავში

რუსეთში ნავალნის მხარდასაჭერ აქციაში მონაწილეობა 40 000-მა ადამიანმა მიიღო

რუსეთში ნავალნის მხარდასაჭერ აქციაში მონაწილეობა 40 000-მა ადამია
რუსეთში ნავალნის მხარდასაჭერ აქციაში მონაწილეობა 40 000-მა ადამიანმა მიიღო

რუსი ოპოზიციონერის, ალექსეი ნავალნის მხარდასაჭერ აქციაში მონაწილეობა 23 იანვარს სულ 40 000-ზე მეტმა ადამიანმა მიიღო. ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო Reuters წერს.

გამოცემის ცნობით, სამართალდამცავებმა რუსეთის მასშტაბით საპროტესტო აქციის 1 000-ზე მეტი მონაწილე დააკავეს.

დაკავებულთა შორის არის ალექსეი ნავალნის მეუღლე, იულია ნავალნაია.

ცნობისთვის, ხიმკის სასამართლომ რუს ოპოზიციონერს,ალექსეი ნავალნის 30-დღიანი პატიმრობა შეუფარდა.

რუსეთის სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომლებმა გერმანიიდან დაბრუნებული ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნი 17 იანვარს, ღამით "შერემეტიევოს" აეროპორტში, საპასპორტო კონტროლზე, პირობითი სასჯელის დარღვევის მიზეზით დააკავეს.

შეგახსენებთ, 2020 წლის აგვისტოში, მოსკოვში მიმავალი რუსი ოპოზიციონერი, ალექსეი ნავალნი თვითმფრინავში ცუდად გახდა და ავიალაინერის სასწრაფოდ დაშვება გახდა საჭირო. ნავალნი ომსკის საავადმყოფოში ტოქსიკოლოგიურ განყოფილებაში მოათავსეს, საიდანაც სამკურნალოდ ბერლინის საავადმყოფოში გადაიყვანეს. გერმანიაში ჩატარებულმა სამედიცინო კვლევამ დაადგინა, რომ რუსი ოპოზიციონერი ნერვული აგენტით, "ნოვიჩოკით" იყო მოწამლული და ფაქტი კრემლის მხრიდან ოპოზიციონერის მკვლელობის მცდელობად შეფასდა. რუსეთის ხელისუფლება ბრალდებებს უარყოფს და აცხადებს, რომ ინციდენტთან კავშირი არ აქვს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system